გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ამბროლაურში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს

8-05-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეებმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შხივანას ტყის ფონდში უკანონოდ მოჭრეს 4 ძირი სოჭის სახეობის ხე-მცენარე და მათგან მიღებული, ჯამში 14 ერთეული მორის უკანონო ტრანსპორტირება სოფელ ბეთლევში მოახდინეს. სამართალდამრღვევებს, უკანონოდ მოპოვებული მორები საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიებზე ჰქონდათ განთავსებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.