გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავია; ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გმირმა ქართველებმა

9-05-2021

დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი. მე მინდა მივულოცო, პირველ რიგში, ჩვენს გმირ ვეტერანებს ეს დიდებული დღე, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში" განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გმირმა ქართველებმა, ვეტერანებმა.

„მე მინდა, მათ წინაშე, კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემა დავადასტურო და ქედი მოვიხარო ასევე მათ მიმართ, ვინც თავი გასწირეს ამ დიდი გამარჯვების მისაღწევად. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ და ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ ამ დიდი გამარჯვების მოპოვებაში და ზოგადად, ფაშიზმის დამარცხების ამ ისტორიულ, საუკუნის გამარჯვებაში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი, ყველას ვალია, კიდევ ერთხელ, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი გმირი ვეტერანები, მოვიხსენიოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირეს ამ დიდ ომში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი პარკში შეკრებილ ვეტერანებს გაესაუბრა, მათ გამარჯვების დღე მიულოცა, მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც მათ მხარდასაჭერად გატარდა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.