გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბოლნისში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღნიშნეს

9-05-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს პაპაუნა მუშკუდიანთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანს მერიამ პირად ანგარიშზე ფულადი დახმარება ჩაურიცხა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით კი ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.