გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონის მერმა სოფელ შარდომეთში მცხოვრები ომის მონაწილე, ბიჭიკო კერესელიძე მოინახულა

9-05-2021

ფაშიზმზე გამარჯვების 76 - ე წლისთავის აღსანიშნავად, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილემ ეკა მაისურაძემ, მერის წარმომადგენელთან ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, პაატა ჯაფარიძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შარდომეთში მცხოვრები, ომის მონაწილე ვეტერანი, საამაყო მამულიშვილი ბიჭიკო კერესელიძე მოინახულეს.

საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება არ ივიწყებს ამ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოლეს გამარჯვებისათვის და მშვიდობიანი მომავლისათვის.

ომის ვეტერანს, ბიჭიკო კერესელიძეს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სიმბოლური თანხა გადაეცა.

ბიჭიკო კერესელიძე 99 წლისაა. ის ერთადერთი ცოცხალი ომის ვეტერანია ონის მუნიციპალიტეტში.

ომის გმირები საკუთარი სამშობლოს სიყვარულით იბრძოდნენ და დღესაც ემოციის გარეშე ვერ იხსენებს ომის პერიოდს.

მადლობა სამშობლოსთვის თავდადებულ ყველა გმირს, რომელმაც 9 მაისი გადააქცია გამარჯვების დღედ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბიჭიკო კერესელიძეს ჯანმრთელობა და ტკბილი სიბერე უსურვეს.