გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პოლონეთში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა

10-05-2021

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა" ორგანიზებით გამართულ დეგუსტაციაზე იმ ქართული კომპანიების ღვინოები იყო წარდგენილი, რომლებიც, დღეისათვის, პოლონეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტს არ ახორციელებენ.

ქართული ღვინის წარდგენას გამომცემლობის „ვინისფერა" ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი კრაკოვიდან უძღვებოდა. დეგუსტაციაში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდნენ იმპორტიორები პოლონეთიდან, რომელთაც 25 ქართული კომპანიის ღვინის ნიმუშები წინასწარ გაეგზავნათ.

აღნიშნული ღვინოები მათ დეგუსტაციის მიმდინარეობისას დააგემოვნეს და შეაფასეს.

მსგავსი ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლონეთის ღვინის ბაზარზე ახალი მწარმოებლების დამკვიდრებას. პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტს 60-მდე კომპანია ახორციელებდა; ექსპორტირებული იყო 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო (ზრდა 30%). პოლონეთმა 60 ექსპორტიორ ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა. მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 1,8 მლნ-ზე მეტ ბოთლს შეადგენს (ზრდა 2%).

ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შენარჩუნებისთვის, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, 2021 წელს, აქტიური მარკეტინგული კამპანია გაგრძელდება. კამპანიას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „მალინოვა" („Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K") განახორციელებს. სააგენტო აღნიშნულ კომპანიასთან 2016 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს.