გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შსს-მ ოზურგეთში სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

27-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ., ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, გამთენიისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯ.წ. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში შეიჭრა, სამორიგეო ნაწილში განთავსებული პერსონალური კომპიუტერის მონიტორი დააზიანა და პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ჯ.წ. ადგილზევე დააკავეს. იგი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც დაკავებულმა სამედიცინო დათვალიერება გაიარა.

სამედიცინო დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ დაკავებულს სახის არეში მცირედი ნაკაწრები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. მისი მტკიცებით, ზემოაღნიშნული დაზიანებები მიღებული ჰქონდა დაკავებამდე, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას, წაქცევის შედეგად. დაკავებულმა განაცხადა, რომ პრეტენზია პოლიციის თანამშრომლების მიმართ არ გააჩნდა. დაკავებულს, იზოლატორში, არცერთ ეტაპზე, არც მედპერსონალთან და არც იზოლატორის თანამშრომლებთან რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. დაკავებიდან რამდენიმე საათში, ჯ.წ. დროებითი მოთავსების იზოლატორში შეუძლოდ გახდა. იგი თავის ტკივილს უჩიოდა. პოლიციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახა. როგორც ჯ.წ.-მ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს განუმარტა, პოლიციის შენობაში მისვლამდე, წაიქცა და სახის არეში დაზიანება მიიღო. აღნიშნული დაზიანება, ასევე, დაფიქსირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის სამედიცინო დათვალიერების ოქმში.

ჯ.წ.-ს მოთხოვნით, პოლიციამ განმეორებით გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაკავებულს სამედიცინო დაწესებულებაში კომპლექსური შემოწმება ჩაუტარდა. ექიმის დასკვნის თანახმად, ჯ.წ.-ს, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სხვა სახის ჯამრთელობის დაზიანება არ აღენიშნება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.