გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა 848,44 მილიონი ლარით გაიზარდა

10-05-2021

მიმდინარე წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 848.44 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი აპრილისათვის 58.15 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.26 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.76 პროცენტია.

საანგარიშო პერიოდისთვის საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.