გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ სააკაშვილი: ნიკა მელიას გათავისუფლებით ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება

10-05-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ საპატიმროს დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას.

აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი" - წერს სააკაშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომ,არემ, ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.