გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორ ფაქტზე სამეგრელოში სამი პირი დააკავა

11-05-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის 2 ფაქტი, რაზედაც დაკავებულია 3 პირი.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 10 338 კოლოფი, ხოლო თბილისში, 1 477 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 50 000 ლარს აღემატება.

გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულ იქნა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.