გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სკოლებში მასწავლებელთა ტესტირება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

11-05-2021

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 13 მაისს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება.

სწავლის დასაწყებად სკოლები სრულ მზადყოფნაში არიან. ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფექციაზე მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გაფართოებული ტესტირების პროგრამაში, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული, მათ შორის თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, სადაცდღეს მორიგი ტესტირება სამინისტროს წარმომადგენელთა მეთვალყურეობით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

სკოლაშიროგორც მასწავლებლების, ასევე, მანდატურების, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ტექნიკური პერსონალის შემოწმება, PCR ტექნოლოგიითა და სწრაფი ტესტებითმიმდინარეობს.

სწავლის განახლების პარალელურად, ტესტირება სკოლებში კვლავ უწყვეტად განახლდება.