გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კუჭავა აშშ-ს ელჩს შეხვდა

11-05-2021

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრაზე, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის გეგმებზე ისაუბრეს. ელჩმა კახა კუჭავას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

კელი დეგნანი იზიარებს და მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის მზაობას, მოისმინოს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის პოზიცია და მაქსიმალურად ითანამშრომლოს მათთან.

როგორც ელჩმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, მზად არის კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 2021 წლის თვითმმართველობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს განაცხადზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს გააკეთებს.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს გამოხატული მხარდაჭერისთვის და იმ ურყევი, მტკიცე თანადგომისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ ყოველთვის იჩენს.