კვირა, ივნისი 15, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ლევან დავითაშვილი: ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს

12-05-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

„ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევაჩეროთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. იმედი მაქვს, ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის, ჩვენი უწყების თანამშრომლები, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან, რითაც პანდემიის დამარცხებას შევძლებთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მასობრივი ვაქცინაციის კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მასობრივი ვაქცინაცია ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების ნდობისა და აქტივობის გაზრდას.