გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები მრავალეროვნულ სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მონაწილეობს

13-05-2021

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სწავლებაში მონაწილეობენ.

მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი“ (Trojan Footprint) ხუთი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ერთი ქვედანაყოფი რუმინეთში გამართულ წვრთნებში მონაწილეობს, ნაწილი კი, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საქართველოში გადის მომზადებას.

„ტროას ნაკვალევის“ ფარგლებში ჩატარებულ წვრთნებში მონაწილე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სწრაფი რეაგირების ამოცანები შეასრულეს და ჩასაფრების, შენობის შტურმით დაკავებისა და შენარჩუნების კომპონენტები შეისწავლეს. მათ წარმატებით ჩაატარეს რეიდი და მოწინააღმდეგე ძალა გაანეიტრალეს. ქართველმა სამხედროებმა ამერიკელი ინსტრუქტორებისგან დადებითი შეფასება მიიღეს.

მრავალეროვნულ სწავლებაში “ტროას ნაკვალევი” საქართველო პირველად მონაწილეობს. სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლებაა. „ტროას ნაკვალევი“ 3 მაისს დაიწყო და 14 მაისს დასრულდება. სწავლებას ხუთი ქვეყანა მასპინძლობს და მასში 10 ქვეყნის (აშშ, საქართველო, ბულგარეთი, გერმანია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო) სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.