გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში მოზარდის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

27-03-2018

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მოზარდის ცივი იარაღით დაჭრაში ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულის დაკავება 117-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულიც არასრულწლოვანია. 

15 წლის მოზარდი ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე 14 მარტს, დღისით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"