გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯუანშერ ბურჭულაძე: დელტას ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

13-05-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით დაგეგმილ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობების შექმნასა და განვითარებაზე.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია და რომლის მნიშვნელობა მსოფლიოსა და რეგიონში ბოლო პერიოდის საბრძოლო მოქმედებებმა დაგვანახა, არის ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატები, ასევე რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობები. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად. კონკრეტულად „თავდაცვის ძალები 2030" მხარდასაჭერად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნატოს ქვეყნებთან ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრის თქმით, ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება.

„დელტას ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან“, - აღნიშნა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და 2022 წლიდან პროდუქციის გამოშვება.