გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენთვის საამაყოა, რომ გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან დადგნენ ყველგან, სადაც ქვეყანას სჭირდება

13-05-2021

„ჩვენთვის საამაყოა, რომ გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან დადგნენ ყველგან, სადაც ქვეყანას სჭირდება“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძეს დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

უწყების ხელმძღვანელმა კანონმდებლებს უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სიტყვის დასაწყისში მან ხაზგასმით აღნიშნა შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით შედგა.

„ეს შეთანხმება გვაძლევს შესაძლებლობას პარლამენტის ფართო წარმომადგენლობით განვიხილოთ თავდაცვის უწყების პრიორიტეტები და პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც თქვენ და საზოგადოებას გაინტერესებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

„თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება და კეთილდღეობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია. თავდაცვის ძალები სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა. მისი სიძლიერე და ეფექტურობა მაღალი მზადყოფნის, დაფასებულ და მოტივირებულ ჯარისკაცს ეფუძნება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მან „მინისტრის საათის“ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმატი კარგად გამოხატავს დღევანდელი ხელისუფლების დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც ეფუძნება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტსა და ეფექტურ საპარლამენტო კონტროლს.