გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯუანშერ ბურჭულაძე: დაგპირდით, რომ მალე ვიხილავდით ექსპლუატაციაში საკუთარი ძალებით გარემონტებულ პირველ სუ-25, რომლის წარმატებული სატესტო ფრენა ჩვენ ყველამ ვიხილეთ

13-05-2021

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ავიაციის შესაძლებლობების განვითარება დაასახელა.

„საკომიტეტო მოსმენისას მე დაგპირდით, რომ მალე ვიხილავდით ექსპლუატაციაში საკუთარი ძალებით გარემონტებულ პირველ სუ-25, რომლის წარმატებული სატესტო ფრენა ჩვენ ყველამ ვიხილეთ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ავიაციის მიზანი არამხოლოდ საბრძოლო ოპერაციების ჩატარებაა, არამედ საჰაერო ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, სამედიცინო ევაკუირების ოპერაციების ჩატარება, სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო მხარდაჭერა და სხვა მსგავსი ფუნქციების შესრულებაა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ საავიაციო პარკის სრულად აღდგენის ფარგლებში კანონმდებლებს მიმდინარე წლის გეგმებიც გააცნო. მისი თქმით, წელს გარემონტდება 4 ერთეული „სუ-25“, 4 ერთეული „მი-24“ და 3 ერთეული „იროკეზის“ ტიპის საფრენი აპარატი. მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება, რომელთა მომზადებაშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩართული.