გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიაში საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა

13-05-2021

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რომელიც წინა კვირას გაიმართა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც ბუნდესტაგში ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროში და კანცლერის ოფისში. ბუნდესტაგში ჩვენ შევხვდით ყველა პოლიტიკური პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელს. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს შანსი, რომ სექტემბრის არჩევნებში ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა - არის როგორც ნატოში ასევე, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, შეხვედრებისას მხარეებმა ისაუბრეს იმაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა საქართველოსთვის შეიძლება აღარ იყოს ის მიმზიდველი ფორმატი, რადგან ქვეყანამ უკვე გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზით. „თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენელი დაგვეთანხმა, რომ საჭიროა ახალი მექანიზმების და ახალი ინსტრუმენტების მოფიქრება იმისათვის, რომ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან კიდევ უფრო ჩქარი ტემპებით განხორციელდეს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით შეხვედრებისას საუბარი იყო იმ პრობლემებზე და რეგიონულ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს. მისივე თქმით საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა უკრაინაში და ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები. „გერმანელები ძალიან კარგად გრძნობენ იმას, რომ საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების ქოლგა. ისინი შეგვპირდნენ, რომ ამ საკითხებს დააყენებენ ნატოს შემდგომ სამიტზე და ეს საკითხები მათი მხრიდან იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.