გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჯარში გატარებული ღონისძიებების შედეგად კორონავირუსის გავრცელება მაქსიმალურად შევზღუდეთ

13-05-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს ის ღონისძიებები გააცნო, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალებში გატარდა. მინისტრის განცხადებით, უწყება ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოქმედებს და ჯარისკაცების ვაქცინაციაც შესაბამისი გადაწყვეტილებების მიხედვით მოხდება.

„ჯარში გატარებული ღონისძიებების შედეგად ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ კორონავირუსის გავრცელება და ქვეყნისთვის ეფექტური მხარდამჭერი ფუნქციის შევასრულეთ. თავდაცვის ძალებში ეპიდვითარების უკეთ მართვის მიზნით, გაძლიერდა ინსტიტუციური, სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული მიმართულებები. მოსალოდნელი მესამე ტალღის პირობებში განსაზღვრულია, საჭიროების მიხედვით, დამატებითი საიზოლაციო სივრცეების მოწყობა და უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის გადამზადება“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.