გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ესპანური მხარე ქართულ პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებს გაეცნო

13-05-2021

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და მისი მოადგილე გიორგი გიორგაძე ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დობლას ხიმენსს და ესპანეთის პოლიციის ატაშეს საქართველოში ალკოლეა რუისს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს, რომელიც ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და სისტემაში დანერგილ სხვადასხვა ინოვაციებს ეხება. ასევე განიხილეს სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და გამოთქვეს მზაობა ესპანეთში დანერგილი სარეაბილიტაციო პროექტების გაზიარებისთვის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ასევე N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ ბოლო პერიოდში დაწესებულებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც მიზნად ისახავს ბრალდებულების/მსჯავრდებულების პირობების გაუმჯობესებას. ასევე გაეცნენ დაწესებულებაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დიგიტალიზაციის პროექტში დასაქმებული მსჯავრდებულების მუშაობის პროცესს.

სტუმრებმა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც უვადო მსჯავრდებულები არიან დასაქმებულები.

ესპანური მხარის ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგილი სიახლეებისა და გატარებული რეფორმების გაცნობა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.