გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინა და ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა

14-05-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინა.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პასუხისგებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელი მიეცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელები, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას და სათანადოდ არ იბეგრებოდნენ შესაბამისი გადასახადებით, რითაც თავს არიდებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას. 

საგადასახადო შემოწმებების შედეგად, ერთ შემთხვევაში, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 514 835 ლარი, (მათ შორის ძირითადი გადასახადი 317 394 ლარი), ხოლო მეორე შემთხვევაში - 298 465 ლარი, (მათ შორის ძირითადი გადასახადი 196 785 ლარი). ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კომპანიებზე რიცხული ქონებების დაყადაღებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, მიყენებული ზიანის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულების წესით ამოღების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.