21-11-2017
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს საპატრიარქოსთვის ლიხაური-ჭანიეთის საზღვარზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემას.
4, 4 ჰა ნაკვეთი საპატრიარქოს უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაეცა.
როგორც საკრებულოს სხდომაზე სტუმრის სტატუსით მყოფმა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა აღნიშნა, საპატრიარქო აღნიშნულ ტერიტორიაზე გურული ვაზის ჯიშების გაშენებას გეგმავს:
" რამდენიმე წელია უკვე ვმუშაობთ ვაზის ჯიშების გაშენებაზე, მე პირადდ მაქვს 30 გურული ჯიში გაშენებული. ბევრს დააინტერესებს რა არის ეს გურული ვაზი, მისი ჯიშები და ჩვენ შეგვეძლება მათ ადგილზე გავაცნოთ მათი მოყვანა-გაშენება-მოვლის მეთოდები. იქ უნდა გაკეთდეს კარგი სანერგე მეურნეობა, ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ ვაზის ჯიშების დამყნა, რისი ტრადიციაც უკვე თთქმის დავიწყებული და დაკარგულია. გაშენდება ძალიან ლამაზი მეურნეობა და ეს იქნება ჩვენი გურიის ღირსება"-აღნიშნა მეუფემ და საკრებულოსა და ოზურგეთის გამგებელს მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.
წყარო: "გურიის მოამბე"