14-05-2021
ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინის მე-19-ე სართულზე ქალის ცხედარი იპოვეს, იმავე კორპუსის ეზოში კი, მამაკაცის ცხედარი იქნა აღმოჩენილი.
ტელეკომპანია "იმედი"-ს თქმით, ამ ფაქტის სავარაუდო ვერსიად მოიაზრებენ, რომ მამაკაცმა ქალი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მისი მეგობარი ქალი მოკლა და შემდეგ მე-19-ე სართულიდან გადმოხტა. ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია.
ცხედრები უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში. შსს-მ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.