გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 3 ქვეყანას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს

14-05-2021

ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 3 ქვეყანას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერს, ლიეტუვას, კოვიდ პანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია," - წერს მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე.