გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საბერძნეთში მკვლელობასა და ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ქართველი მამაკაცი დააკავეს

17-05-2021

საბერძნეთში მყოფი 36 წლის მამაკაცი რომელიც ახალგაზრდა ქალის მკვლელობასა და ყაჩაღობაშია ეჭვმიტანილი დააკავეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბერძნული მედია წერს, რომ მამაკაცმა 20 წლის ქალი გაგუდა და ქვეყნის დატოვება ყალბი პასპორტით სცადა.

მომხდარს ეხმაურება საბერძნეთში მყოფი ერთ-ერთი ემიგრანტიც. მისი ინფორმაციით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთია იმ 5 ყაჩაღიდან, რომელიც 7 მარტს ათენის განაპირა უბანში ახალგაზრდა ცოლ-ქმარს დაესხა თავს, ისინი დააყაჩაღა, 20 წლის ახლად ნამშობიარები დედა კი მეუღლისა და მისი შვილის თვალწინ გაგუდა. ამის შემდეგ დაჯგუფებამ ხანში შესული ცოლ-ქმარი გათოკა და დააყაჩაღა.

დამნაშავე თურქეთის საზღვარზე დნმ-ით იდენთიფიცირების საფუძველზე დააკავეს.