გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი „განახლებული რეგიონების" პროექტზე: ბოლო დღეებში, მოვისმინეთ არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით

17-05-2021

ჩვენს მიერ დაანონსებული მასშტაბური სამუშაოები, „განახლებული რეგიონების" პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გაჟღერდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

„მე მინდა ბატონ ირაკლი ქარსელაძეს ვთხოვო, რომ მოსახლეობისთვის გააკეთოს ერთგვარი შუალედური ანგარიში და გვითხრას, თუ რა ეტაპზე ვართ, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი.

ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით. ამიტომ, მე მინდა გთხოვოთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.