გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია თურნავა: მსუბუქდება ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა, შაბათ-კვირას კი კვების ობიექტები ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ

17-05-2021

„უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტურიზმის სექტორისთვის და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის. პირველ რიგში - მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა. კომენდანტის საათი დაიწყება 23:00 საათიდან, ნაცვლად 21:00 საათისა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

ნათია თურნავას განმარტებით, ასევე იხსნება შეზღუდვა სასტუმროებში მოქმედი რესტორნებისთვის, რომელთა ფუნქციონირება დღემდე, 21 საათიდან აკრძალული იყო.

„რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას, წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან კაფე-ბარების და რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება. ამასთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ 1-ლი ივნისიდან უფრო მეტად შევძლებთ შემსუბუქებას და საერთოდ მოვხსნით ამ შეზღუდვას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, 1-ლი ივნისიდან შემსუბუქება, რა თქმა უნდა, იმ პირობით მოხდება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება.