გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურავა: ტურიზმის სექტორის ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანია, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია უსაფრთხოა

17-05-2021

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია, რომელიც უკვე სახეზეა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, პრაქტიკულად ყოველკვირეულად შემოდის განაცხადები ახალი ფრენების დაწყებაზე ან უკვე არსებული რეისების განახლებაზე

„ძალიან კარგად დაიტვირთა ახალგარემონტებული და გაფართოებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც რამდენიმე ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და ძველი, სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანიები იწყებენ პერიოდულ ფრენებს. ასევე მალე ქუთაისის განახლებული აეროპორტი სრული მასშტაბით ამოქმედდება და იქაც გვაქვს განაცხადები სხვადასხვა ავიაკომპანიების, ყოველკვირეულმა ფრენებმა მოიმატა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, იზრდება ტურისტების ორგანიზებული ჯგუფების შემოსვლაც, რასაც მნიშნელოვნად შეუწყო ხელი ვაქცინაციის ნუსხაში ტურიზმის სექტორის პრიორიტეტად შეყვანამ.

„დღეის მონაცემებით, უკვე 2000-მდე მოთხოვნაა რეგისტრირებული ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში, რომელიც გადავეცით ჯანდაცვის სამინისტროს. უკვე ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია უსაფრთხოა. ამასთან, ეს არის დღევანდელობის მოთხოვნა. როდესაც ტურისტი შემოდის, უკვე კითხულობს, რამდენად არის დაცული ყველა რეგულაცია მის მასპინძელ ობიექტში. ის ფაქტი, რომ მას სასტუმროს ვაქცინირებული პერსონალი, ვაქცინირებული გიდი დახვდება, ერთი ათად ზრდის ჩვენი ტურისტული ბაზრის მიმზიდველობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.