გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი ჩინეთის ელჩს შეხვდა

17-05-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩინეთის ელჩს საქართველოში, ლი იანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პერიოდში ჩინეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, ასევე ვაქცინების მიღების პროცესში ჩინეთის მიერ გაწეულ დახმარებაზე. პრემიერ-მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მიერ საქართველოსთვის „სინოვაკის" 100 ათასი დოზის საჩუქრად გადაცემისთვის და ხაზი გაუსვა ვაქცინების დამატებითი დოზების მოკლე ვადებში მოწოდების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში. აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობის მაღალი დონე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდა.

პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე განიხილეს ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ხაზი გაესვა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში. აღინიშნა, რომ პანდემიამ შექმნა გარკვეული გამოწვევები ამ მიმართულებით და გამოითქვა იმედი, რომ სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები, ისევე, როგორც ორმხრივი მიმოსვლა, პანდემიამდელ მაჩვენებლებს მალე დაუბრუნდება.