გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „მედიცენტრს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

17-05-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს. „მედიცენტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია, ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელება, სამსახურის ბენეფიციარებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ორმხრივი ღონისძიებების დაგეგმვა; ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების ერთობლივი, დროული და ადეკვატური უზრუნველყოფა; სამედიცინო სერვისების შეღავათიანი პირობების ხელმისაწვდომობა; სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა.

მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ და შპს. "მედიაცენტრის" დირექტორმა, ტარიელ მჭედლიძემ მოაწერს.

წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.