გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

2016-2020 წლებში შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 675 პირის მიმართ დაიწყო

17-05-2021

საქართველოს პროკურატურა ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტატისტიკურ ინფორმაციას ავრცელებს
2016-2020 წლებში შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 675 პირის მიმართ დაიწყო. 2020 წელს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 253 პირის მიმართ, ხოლო დაზარალებულად ცნობილ იქნა 272 პირი, ამათგან 268 ფიზიკური და 4 იურიდიული პირი.

რაც შეეხება ლგბტქი თემის წარმომადგენელთა მიმართ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგის ნიშნით) ჩადენილ დანაშაულებზე პროკურატურის მიერ განხორციელებულ რეაგირებას, 2016-2020 წლებში სოგი ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ჯამში 100 პირის მიმართ, ამათგან 54 პირის მიმართ - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, 45 პირის მიმართ - გენდერული იდენტობის ნიშნით, ხოლო 1 პირის მიმართ სექსუალური ორიეტნაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით; 2020 წელს სოგი ნიშნით დაზარალებულად ცნობილ იქნა ჯამში 28 პირი, ამათგან გენდერული იდენტობის ნიშნით - 13 პირი, ხოლო სექსუალური ორიენტაციის ნიშნით - 15 პირი.