გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელი UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

18-05-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ გამართულ მსოფლიო ონლაინ კონფერენციაში სახელწოდებით: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.

კონფერენცია, რომლის მთავარი თემა კლიმატური პირობები და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება გახლდათ, UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ გახსნა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რასაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა და მოსახლეობა მთელ მსოფლიოში ამ მიმართულებით აწყდება. Covid-19-ის პანდემიამ კი საზოგადოებებში არსებული გამოწვევები კიდევ უფრო მეტად გამოავლინა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა კლიმატის კრიზისის ფონზე განათლების როლზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ ჩვენი ცოდნა კლიმატის კრიზისის შესახებ სამეცნიერო კვლევებს უნდა ემყარებოდეს. განათლების მნიშვნელობის გააზრებას მდგრადი განვითარების მძლავრ ბერკეტად Covid-19-ის პანდემიამაც შეუწყო ხელი, რომელიც გასცდა ჯანმრთელობის კრიზისის საზღვრებს და უფრო გლობალური ხასიათი მიიღო.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) სრულად მოარგო ეროვნულ საჭიროებებს. შესაბამისად, 2030 წლის გლობალური დღის წესრიგი საქართველოს საშინაო პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს.

მიხეილ ჩხენკელი: „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავის საქმიანობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად ახორციელებს. ეს ყოველივე კი ემსახურება უმთავრეს მიზანს, უზრუნველყოს მოსწავლეებსა და სტუდენტებში ისეთი უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი საზოგადოების განვითარებას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც გაზრდის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეებს, წაახალისებს სამეცნიერო კვლევებს, რათა გავიგოთ ამა თუ იმ მოვლენის მიზეზები და შედეგები და ცოდნის საფუძველზე დავძლიოთ გამოწვევები“.

მინისტრმა ჯანმრთელობის კრიზისი უზარმაზარი მასშტაბიდან გამომდინარე სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ თუკი პანდემიას განვიხილავთ, როგორც შესაძლებლობას, გავხდებით უფრო ძლიერები და ინოვაციურები და დავაჩქარებთ განათლების პროგრესს, მეცნიერების განვითარებას. მისი თქმით, სწორედ ჯანმრთელი პლანეტა გვაძლევს საშუალებას, ვისარგებლოთ ადამიანის ძირითადი უფლებებით.

UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს პრეზიდენტმა, ევროპული კოსმოსური სააგენტოსა და UNESCO-ს წარმომადგენლებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებმა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა.