28-03-2018
ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ბორჯომის საკრებულოში მხარი 19 დეპუტატმა დაუჭირა თავად ჩაჩანიძე სხდომას არ ესწრებოდა ეხდომაზე არ იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრწობის" "ევროპული საქართველოს" და "ლეიბორიტების" წარმომადგენლები სხდომაზე არასრული შემადენლებით იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები.
ზაზა ჩაჩანიძეს სავარაუდოდ მისი მოადგილე "პატრიოტების" წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი შეცვლის სწორედ მის კანდიდატურას განიხილავს პატრია საკუთარი თანაგუნდელის შესაცვლელად. ბორჯომის საკრებულოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15-მა დეპუტატმა თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნის მიზნით, საჭირო ხელმოწერები საკრებულოს 21 მარტს წარუდგინეს. 15 ხელმომწერიდან 13 ქართული ოცნების წარმომადგენელია, 2 კი პატრიოტთა ალიანსის.
ბორჯომში დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.
ბორჯომის საკრებულომ გასულ კვირას მეექვსედ უთხრა უარი მუნიციპალიტეტის მერიას მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდაზე, შესაბამისად, არც ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა.