გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ილია გიორგაძე: ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფესთან ერთად გახსნის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენას, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ესპანეთის სამეფოს პრემიერსა და კონგრესის თავმჯდომარესთან

19-05-2021

ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფესთან ერთად გახსნის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენას, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და კონგრესის თავმჯდომარესთან-ამის შესახებ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ესპანეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე საქართველო მიწვეული ქვეყანაა და გამოფენას დაესწრება 30-მდე ქვეყნის ტურიზმის მინისტრი.

"დღეიდან იწყება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში. მოგეხსენებათ, საქართველო არის მოწვეული ქვეყანა ყველაზე დიდ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფესთან ერთად გახსნის ამ გამოფენას. აგრეთვე იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან 30-მდე ტურიზმის მინისტრი. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამოფენაა ტურიზმის კუთხით. გარდა ამისა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარესთან, სადაც განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო თანამშრომლობა ესპანეთსა და საქართველოს შორის. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან. როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში და რაც მთავარია, ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს უკვე არსებულ მეგობრულ და კარგ ურთიერთობებს ესპანეთის სამეფოსთან",-განაცხადა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ.