გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჭიათურაში შიმშილობის მეცხრე დღე და პირამოკერილი 5 ადგილობრივი

19-05-2021

ჭიათურაში სოფელ შუქრუთში მოსახლეობის უკიდურესი პროტესტი გრძელდება.
მოსახლეობამ პროტესტის უკიდურეს ფორმას "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების დაზიანების გამო მიმართა.

მათი თქმით იმის გამო, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" მათი ნაკვეთების ქვეშ მადანს მოიპოვებს საცხოვრებელი ადგილები სიცოცხლისთვის საშიში გახდა, სახნავ-სათესი მიწები კი, დაიმეწყრა.

აქციის მონაწილეები "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების შეწყვეტას, ზარალის ანაზღაურებას და კომპენსაციას მოითხოვენ. კომპანიის უკვე შეთავაზებული თანხა ადგილობრივებისთვის მიუღებელია და ისინი ზარალის თავიდან შესწავლას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები კომპანიას მორიგებისთვის ორ დღეს აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას სხვა ადგილობრივებიც შეუერთდებიან.