გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

,,ოსური მხარე გასცემს პასუხს საქართველოს” – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ტატუნაშვილის მკვლელობას ინციდენტს უწოდებს

28-03-2018

ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით ერთიანი მიმართვის ტექსტზე მუშაობას დღესაც გააგრძელებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეები. ჯერჯერობით უცნობია მოხერხდება თუ არა ერთობლივი დოკუმენტის მიღება.


ქართული მხარის განმარტებით, განცხადებას იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ საქართველოსთვის მისაღები იქნება. 

დღესაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იქნება. ოფიციალური თბილისი ითხოვს, მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოსკოვმა აიღოს.


საკითხთან დაკავშირებით ჟუნალისტებთან განცხადება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა. დაურ კოვემ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ინციდენტი უწოდა და აღნიშნა, რომ ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაზე ყველა მხარემ უნდა იმუშაოს და მისი თქმით, გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა იყოს მიღებული.


„მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირი განცხადების მიღებაა, ასე რომ,  შევხედავთ მხარეები რამდენად იქნებიან მზად გადაწყვეტილების მისაღებად. იქ ორი მხარე, საქართველო და რუსეთი არ არის, ეს არასწორი მიდგომაა, განცხადების მონაწილე მხარეები არიან საქართველოც, რუსეთიც, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც. თუ ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, ჯერ საჭიროა ზეპირად მივიღოთ განცხადება, ყველა მხარემ.

ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოდით ვისაუბროთ, როგორც ინციდენტზე, განვიხილავთ ამას საკითხსაც, ცხადია, რომ საქართველო დააყენებს ამ საკითხს და ოსური მხარეც გასცემს პასუხს, ვერ გავაკეთებ კომენტარს აწამეს თუ მოკლეს, ოსური მხარე წარმოადგენს საკუთარ პოზიციას და დასკვნასაც გამოვიტანთ“, – განაცხადა კოვემ.

cyc.ge