გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2021-2022 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

19-05-2021

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2021-2022 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.

ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

საბუთების მიღება იწარმოებს ლიცეუმში 2021 წლის 21 ივნისიდან 4 ივლისამდე ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: ქ. ქუთაისი ავტომშენებლის №51

საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ;
2. მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
3. მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
4. მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;
5. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);
6. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;
7. მონაცემები მოსწავლის წლიური (IXკლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;
8. მოსწავლის ავტობიოგრაფია;
9. ფერადი სურათი 3/4-ზე (2 ცალი).

გაითვალისწინეთ: რეგისტრაციაზე გამოცხადებულმა პირებმა უნდა დაიცვათ ქვეყანაში არსებული რეგულაციების წესები- აუცილებელია იქონიოთ პირბადე და ხელთათმანი.

რეგისტრირებულ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება მათემატიკისა და ზოგადი უნარების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) ტესტები. გამოცდების თარიღები და ჩატარების ადგილები გამოქვეყნდება მოგვიანებით.