გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამებში (განრიდება და მედიაცია) საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში 5000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო

19-05-2021

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, ევროკავშირის მხარდაჭერით და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით გაიმართა კონფერენცია, რომელზეც აღდგენითი მართლმსაჯულების არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის 10 წლის შედეგები შეჯამდა.

შეხვედრაზე განიხილეს 2020 წლის შედეგები, პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი გამკლავების გზები, როგორც პროგრამის შემდგომი დახვეწის შესაძლებლობა. პროფესორმა ივო ერცენმა წარმოადგინა ევროკავშირის პროექტის ჩატარებული კვლევის შედეგები.

არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა 2010 წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამის მეშვეობით, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით განრიდებულია 5000-მდე არასრულწლოვანი (14 – 18) და ახალგაზრდა (18 – 21), ხოლო დანაშაულის დადასტურებული განმეორებითი მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ია.

კონფერენცია ევროკავშირის პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

კონფერენციას დაესწრნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვალერი (ბუბა) ლომუაშვილი, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინტერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასანხალილი, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი, პროფესორი ივო ერცენი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი. აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების განხორციელებაში ჩართული უწყებების წარმომადგენელი პრაქტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია თბილისი მარიოტში გაიმართა.

განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების განვითარებას საქართველოში მუდმივად მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი − „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, გაეროს ბავშვთა ფონდი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.