გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პოლიციამ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ფილიალის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია ერთი პირი

20-05-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქუთაისის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს. 1978 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.ხ.-ს ქურდობის მცდელობაში ედება ბრალი.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსებული რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ამავე ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.