გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

20-05-2021

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას სამეცნიერო კვლევების და აგრარული განათლების მიღების მიმართულებებით. იგეგმება პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერების და სტუდენტების გაცვლითი ვიზიტები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ერთობლივი კვლევების განხორციელება, ინფორმაციისა და პუბლიკაციების გაზიარება, ასევე, ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების მოწყობა და სამეცნიერო მიზნებისთვის გენეტიკური რესურსის გაცვლა.

„მემორანდუმი, რომელიც ჩვენ სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უნგრეთის სამეცნიერო დაწესებულებას შორის გაფორმდა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას და, ამავდროულად, გაზრდის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

უნგრულ მხარესთან თანამშრომლობის მემორანდუმი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაფორმდა. სტუმრებმა ბაზაზე გაშენებული ვაზის და ხეხილის კოლექციები დაათვალიერეს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ.