გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერ-მინისტრი FITUR 2021-ის სტუმრების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

20-05-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2021-ის სტუმრების პატივსაცემად გამართა.

საქართველოს დელეგაციას და საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სხვა მაღალი რანგის სტუმრებს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მადრიდის სამეფო თეატრში უმასპინძლა.

ოფიციალური მიღების სტუმრებს სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, მადრიდის მერმა და ესპანეთის სამეფოს ინდუსტრიის, ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრმა.



„ძალიან მოხარული ვარ, რომ პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევარში მადრიდში პირველი საერთაშორისო გამოფენის ჩატარების საშუალება გვაქვს. ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი, ტურიზმის აღდგენის დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამ საშიშ ვირუსს. სიტუაცია უმჯობესდება და ჩვენ ყველა ოპტიმისტები ვართ. ჩვენ ერთად ვდგავართ და ერთად გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდი. კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა მადრიდში! კიდევ ერთხელ, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის", - მიმართა სტუმრებს ზურაბ პოლოლიკაშვილმა.