გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნათია თურნავა სერბეთის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს ტატიანა მატიჩს შეხვდა

20-05-2021

მადრიდის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის Fitur 2021 - ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სერბეთის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს ტატიანა მატიჩს შეხვდა. აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორის სტატუსით არის წარდგენილი.

შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეალურ პოტენციალს ნაკლებად ასახავს და არსებობს შესაძლებლობები იმისა, რათა უფრო მეტად განვითარდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებით. ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს დიალოგი სერბეთთან ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტურიზმის სექტორში. აღინიშნა, რომ პანდემიამდე სერბეთიდან საქართველოში ტურისტების მზარდი დინამიკა ჰქონდა. „ჩვენ მზად ვართ, უსაფრთხოდ და კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ვუმასპინძლოთ ტურისტებს სერბეთიდან," - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი.