გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კახეთში საქონლის 4 სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

28-03-2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გეგმიური შემოწმების დროს კახეთში საქონლის 4 სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. 

როგორც knews.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორმა, ნანა ახალმოსულიშვილმა თელავში, წნორსა და ლაგოდეხში გეგმიური შემოწმების დროს ობიექტებზე კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ. 
„სურსათის გადამუშავებისას ტემპერატურული რეჟიმები იყო დარღვეული, ზოგადი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა იყო არასაიმედო და აღჭურვილობებს და მოწყობილობებს არ უტარდებოდათ დეზინფექცია. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ 1000 ლარით და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. ისინი ვალდებულები არიან ეს კრიტიკული შეუსაბამობების რაც შეიძლება მალე გამოასწორონ“, - განაცხადა ნანა ახალმოსულიშვილმა.

knews.ge