გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად მადლობა მინდა გადავუხადო ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც მთელ მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩია

20-05-2021

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელად მადლობა გადავუხადო ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მე ასე ვიტყოდი, მთელ მსოფლიოში არის საუკეთესო ელჩი ჩვენი ქვეყნის, - ამის შესახებ საქართველოს პემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებს და საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელად მადლობა გადავუხადო ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მე ასე ვიტყოდი, მთელ მსოფლიოში არის საუკეთესო ელჩი ჩვენი ქვეყნის. ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.