გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: პედრო სანჩესი საქართველოში მოვიწვიე და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გავმართავთ ბიზნეს ფორუმს, რათა კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოს ბიზნეს კლიმატით

20-05-2021

ჩემი კოლეგა პედრო სანჩესი საქართველოში მოვიწვიე და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ ბიზნეს ფორუმს, რათა კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატით- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებზე, ასევე მიმოვიხილეთ ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიც არის კოვიდ პანდემიასთან ბრძოლა და ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკის დარგში. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ ბიზნეს ფორუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატით. ჩვენი მონაწილეობა FITUR-ის გამოფენაზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მსოფლიო უკვე იხსნება და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ტურისტები საქართველოში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.