გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მეორე დღეა შიმშილობენ

21-05-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და უკვე მეორე დღეა შიმშილობენ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მათი უცვლელი მოთხოვნაა გადადგეს სასწავლო დაწესებულების რექტორი.


სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ოთხჯერ ნასამართლევია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, არასრულწლოვნების გატაცების მუქარისა და გამოძალვის მიზნით და თაღლითობის მუხლით.

მათივე თქმით რექტორმა მოსვლის დღიდან შენობები გაასხვისა და კიდევ აანონსებს სხვა შენობების გასხვისებას.

ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები არ უნდა მართავდნენ.