გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია გრძელდება

21-05-2021

ტურიზმის სექტორის- ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის ერთ-ერთი ტურიზმის ინდუსტრია არის. ბოლო მონაცემებით, ვაქცინაციის მისაღებად ტურიზმის სექტორის 3 ათასამდე წარმომადგენელია რეგისტრირებული, რომლებთაც აცრა ეტაპობრივად, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით ჩაუტარდებათ.

„გრძელდება ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების, როგორც პრიორიტეტული ჯგუფის ვაქცინაციის პროცესი. რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სწრაფ აღდგენას. სასიხარულოა კერძო სექტორის მაღალი აქტივობა.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ყორიაულმა.

„რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ქვეშ აგრძელებს ესენციური ჯგუფების ვაქცინაციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია ტურიზმის სექტორი, აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი და მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანია რეგისტრირებული. ვფიქრობთ მოკლე ხანში დავაკმაყოფილებთ ამ სექტორის მოთხოვნას ვაქცინაციისათვის.“-აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ხარისხის კონტროლის დარგში.

ვაქცინაციია აუცილებლობაზე საუბრობენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებიც.

„ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ჩვენ არავის უნდა ჩამოვრჩეთ,  მე დღეს ავიცერი და ამით ვეხმარები ჩემს ქვეყანას. ტურისტული სეზონი იწყება და  თუ გვინდა რომ რეგულაციები მოიხსნას, კომენდანტის საათი გაუქმდეს თითოეული ჩვენთაგანი უნდა იყო აცრილი.“- განაცხადა „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.

ნებაყოფლობითი ვაქცინაციის წინასწარი სარეგისტრაციო ფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე არის ხელმისაწვდომი:  https://gnta.ge/ge/registration-form/