გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს ფოსტამ პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ საფოსტო მარკა გამოსცა

21-05-2021

საქართველო 2020 წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. ამ მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ფოსტამ საფოსტო მარკა გამოსცა, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის თვალსაჩინო ატრიბუტს წარმოადგენს.

ახალი საფოსტო მარკა 10 000-იანი ტირაჟით გამოიცა და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებშია ხელმისაწვდომი. მარკის დიზაინზე გიორგი მამულაიშვილმა იმუშავა.

მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს 6 ქალაქში არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სახალისო აქტივობა ჩატარდა. საქართველო ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე.