გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისში ევროპული სტანდარტების ელექტროგამაცხელებლების ქარხანა გაიხსნა

28-03-2018

პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფის“ ევროპული სტანდარტების ელექტროგამაცხელებლების ქარხანა ოფიციალურად გახსნა.

ელექტროგამაცხელებლების საწარმოში დღეისთვის ინვესტირებულია 45 მილიონ ლარზე მეტი. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში უკვე დამონტაჟებულია ყველა დანადგარი და გეგმურად, დღეში 500-მდე ელექტროგამაცხელებელი იწარმოება, რომელიც კვირაში ორჯერ ექსპორტზე გადის, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

ქარხანა მომავალში წარმოების გაფართოებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში 400 ათასამდე გამაცხელებელი იქნება ნაწარმოები, რომელიც რეგიონალურ ბაზარზე გავა ექსპორტზე. 

ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22 ქარხანას ფლობს.

მთლიანად ქუთაისის თიზ-ში ინვესტირებულია 100 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულია 370 ადამიანი.

imedinews.ge