გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად შემოვა პარლამენტში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოიშლებიან

22-05-2021

„ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად შემოვა პარლამენტში. მათი კიდევ ერთი სირცხვილი იქნება, რომ ვერც ერთი მათი წინადადება, ვერც ერთი პრინციპი ბოლომდე ვერ გაიტანეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არ შევა, პარტია კიდევ უფრო ჩამოიშლება.

„მე ერთი კვირის წინ, ორი კვირის წინაც და ერთი თვის წინაც ვამბობდი, რომ ისინი აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში და შემოვლენ კიდეც. თუ არ შემოვლენ, დაემართებათ ის, რაც მოხდა „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაში – ყველა შემოვა და პარტია იტყვის, არ შემოვდივარო. მაგრამ ამ შემთხვევაში მოლოდინი მაქვს, რომ ისინი ნამდვილად შემოვლენ და ეს იქნება კიდევ ერთი სირცხვილი მათი, რომ ვერც ერთი მათი წინადადება, ვერც ერთი მათი პრინციპი ბოლომდე ვერ გაიტანეს. რა თქმა უნდა, ისინი შემოვლენ, რადგან ძალიან უნდათ შემოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოიშლებიან კიდევ უფრო მეტად, ვიდრე დღეს არიან ჩამოშლილი.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რაზე მოაწერენ ხელს და რაზე არა, ეს დოკუმენტი მუშაობს. ის, რომ ზოგადად ეს არის ანტიდასავლური ძალა, არაერთხელ დაუდასტურებიათ მათ როგორც ქმედებებით, ისე თავისი განცხადებებით. ამ განცხადებებში ყველაზე დიდი მაინც ის არის, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს ხოლმე ევროპის მისამართით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.